ივანიშვილის ხელისუფლებამ უკანონო მოსმენის პრაქტიკა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ძალამ, რომელიც საზოგადოებას პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა, უკანონობა ტოტალური კონტროლის იარაღად აქცია. ფარული ჩანაწერების სკანდალები ოცნების მოსვლის პირველივე თვეებიდან დაიწყო. წლების განმავლობაში გამოვლენილი უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ თვალთვალს, მოსმენას, ჩაწერას, შანტაჟსა და მუქარას აქამდე არნახული მასშტაბები აქვს. ქართული ოცნების უკანონო საქმიანობა მხოლოდ სუს-ის კრებსებით არ გამოვლენილა. ივანიშვილის პირობებში ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო არა ერთი ჩანაწერი, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ქალები.
შანტაჟი ჩანაწერებით - "ოცნების" იარაღი ოპონენტების წინააღმდეგ
14 ივლ 202220:07
3 წუთის საკითხავი